» აზარელი ავარია გორთან - დაღუპულია 5 ადამიანი

აზარელი ავარია გორთან - დაღუპულია 5 ადამიანი

30 October 2020, Friday
1 087
0


აზარელი ავარია გორთან - დაღუპულია 5 ადამიანი



თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ტრაილერისა და სამგზავრო მიკროავტობუსის შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა. 
ავარიის შედეგად დაიღუპა 5 და დაშავდა 5 ადამიანი. 
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სამედიცინო დახმარების ჯგუფები. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. 
წინასწარი ინფორმაციით, მიკროავტობუსი დასავლეთის მიმართულებით მოძრაობდა.
როგორც Report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.скачать dle 12.1




კომენტარები:
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen
სტატიები, სიახლეები, ახალი ამბები
ყველა უფლება დაცულია © 2019