» გამოცხადდება თუ არა საგანგებო მდგომარეობა - გადაწყვეტილება ცნობილია

გამოცხადდება თუ არა საგანგებო მდგომარეობა - გადაწყვეტილება ცნობილია

19 September 2020, Saturday
1 705
0


გამოცხადდება თუ არა საგანგებო მდგომარეობა - გადაწყვეტილება ცნობილია



საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და სრული კარანტინი ქვეყნის მასშტაბით არ იგეგმება, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე, ძირითადად, კონცენტრირებული მუშაობა მიმდინარეობს ბათუმში.
„ზოგადად, აღსრულების კუთხით, ღონისძიებების და არსებული შეზღუდვების, რომელიც დღეს მოქმედებს, კონტროლი საკმაოდ გამკაცრებულია. მათ შორის, ეს კონტროლი გამკაცრებულია ბათუმში, უფრო მეტად კონცენტრირებულად. გვსურს საზოგადოებას კიდევ ერთხელ მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და სრული კარანტინი ქვეყნის მასშტაბით არ იგეგმება. მათ შორის, სრული კარანტინი არ იგეგმება, ამ ეტაპზე, არც ბათუმში. ამიტომ, ამ მხრივ, შეშფოთების საფუძველი არ არსებობს, თუმცა შეზღუდვები მიმდინარეობს ლოკალურად და წერტილოვნად, იქ, სადაც ამის საჭიროება არსებობს, მაგალითად ბათუმში მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები, ისევე, როგორც შეზღუდვები დაწესებულია და ძალაშია სასწავლო პროცესთან მიმართებით“, - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.скачать dle 12.1




კომენტარები:
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen
სტატიები, სიახლეები, ახალი ამბები
ყველა უფლება დაცულია © 2019