» “ქართველები ხშირად დასცინოდნენ, ეუბნებოდნენ, თავის “ურჯულო” ქვეყანაში დაბრუნებულიყო” – ქართველ-ინდოელი წყვილის საოცარი სიყვარულის ამბავი…

“ქართველები ხშირად დასცინოდნენ, ეუბნებოდნენ, თავის “ურჯულო” ქვეყანაში დაბრუნებულიყო” – ქართველ-ინდოელი წყვილის საოცარი სიყვარულის ამბავი…

17 September 2020, Thursday
3 850
0


“ქართველები ხშირად დასცინოდნენ, ეუბნებოდნენ, თავის “ურჯულო” ქვეყანაში დაბრუნებულიყო” – ქართველ-ინდოელი წყვილის საოცარი სიყვარულის ამბავი…



ალ­ბათ წე­ლი­წად­ზე მე­ტია, რაც ლა­გო­დეხ­ში მცხოვ­რებ რე­ბე­კა ხუ­გა­ევ­ზე ჟურ­ნალ “გზა­ში” გა­მოქ­ვეყ­ნდა სტა­ტია. მკი­თხველს შე­ვახ­სე­ნებ, რომ რე­ბე­კა მემ­ცე­ნა­რე­ო­ბის ბიზ­ნე­სით და­კა­ვე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა ქა­ლია, რო­მელ­საც ბევ­რი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი ჰყავ­და ერთი უბ­რა­ლო მი­ზე­ზის გამო – გო­ნი­ე­რი და ლა­მა­ზი ახალ­გაზ­რდა, რო­მე­ლიც ფლობს მცე­ნა­რე­თა ენას… რე­ბე­კა ახ­ლა­ხან გა­თხოვ­და ინ­დო­ელ ახალ­გაზ­რდა­ზე. სიყ­ვა­რუ­ლის ამ ამ­ბავს სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლე­ბი აქვს და “გზა” სი­ა­მოვ­ნე­ბით უთ­მობს ყუ­რა­დღე­ბას წყვილს, რო­მე­ლიც გა­მორ­ჩე­უ­ლია ბევ­რი რა­მით. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რავ­ნი­ტი ქარ­თუ­ლად გა­მარ­თუ­ლად ლა­პა­რა­კობს, მა­ინც რე­ბე­კას­თან გა­სა­უბ­რე­ბა ვამ­ჯო­ბი­ნეთ. – ვინ არის შენი მე­უღ­ლე და სა­ი­დან მოხ­ვდა სა­ქარ­თვე­ლო­ში?
– ჩემი მე­უღ­ლეა რავ­ნიტ კან­გი, 30 წლის. და­ი­ბა­და ინ­დო­ე­თის პენ­ჯა­ბის შტატ­ში. ამ შტატს აქვს სა­კუ­თა­რი ენა და დამ­წერ­ლო­ბა. რავ­ნი­ტი 18 წლამ­დე ცხოვ­რობ­და ინ­დო­ეთ­ში. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, წა­ვი­და ავ­სტრა­ლი­ა­ში, სა­დაც 4 წელი ის­წავ­ლა. დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს კემ­ბრი­ჯის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი. სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში მუ­შა­ობ­და სტუ­დენ­ტურ სა­მუ­შა­ო­ებ­ზე, რი­თაც გა­და­სა­ხა­დებს იხ­დი­და. სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ინ­დო­ეთ­ში, მშობ­ლებ­თან მო­უ­წია დაბ­რუ­ნე­ბამ, რად­გან ავ­სტრა­ლი­ა­ში ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან ძვი­რი ჯდე­ბო­და. მერე და­ი­წყო ისე­თი ქვეყ­ნის ძებ­ნა, სა­დაც გახ­დე­ბო­და ფერ­მე­რი და იცხოვ­რებ­და სიმ­შვი­დე­ში. ინ­ტერ­ნეტ­ში ძი­ე­ბი­სას შე­არ­ჩია ეთი­ო­პია, მაგ­რამ მას შემ­დეგ, რაც მა­მა­მის­მა სა­ქარ­თვე­ლო­ზე წა­ი­კი­თხა სტა­ტია, მან ურ­ჩია რავ­ნიტს ამ ქვე­ყა­ნა­ში წა­მოს­ვლა: ქრის­ტი­ა­ნი და წე­სი­ე­რი ხალ­ხია, მშვი­დო­ბის მოყ­ვა­რუ­ლი, ეთი­ო­პია კი სავ­სეა კრი­მი­ნა­ლე­ბი­თო. თავ­და­პირ­ვე­ლად რავ­ნი­ტი მარ­ტო აპი­რებ­და ჩა­მოს­ვლას, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბის შემ­დეგ, უკე­თე­სი ცხოვ­რე­ბის მო­ლო­დი­ნით, მშობ­ლებ­მაც გა­და­წყვი­ტეს, წა­მო­სუ­ლიყ­ვნენ მას­თან ერ­თად. 2012 წელს ჩა­მო­ვიდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში, მი­ზე­რუ­ლი თან­ხით ხელ­ში, ისიც რავ­ნი­ტის წლე­ბის ნაგ­რო­ვე­ბი იყო. ქარ­თველ­მა აგენ­ტმა კი, ვინც ჩა­მოს­ვლა­ში ეხ­მა­რე­ბო­და, და­პი­რე­ბა არ შე­უს­რუ­ლა, მო­ტყუ­ე­ბით მი­ით­ვი­სა წი­ნას­წარ გა­დახ­დი­ლი ფული და გა­უ­ჩი­ნარ­და. სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ვინ და­ინ­ტე­რეს­და ოჯა­ხის პრობ­ლე­მით, ენაც არა­ვინ იცო­და, ვერც ვე­რა­ვის სთხო­ვეს დახ­მა­რე­ბა და დარ­ჩნენ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თო­ბის გა­რე­შე. პირ­ვე­ლი იმედ­გაც­რუ­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რავ­ნიტ­მა რწმე­ნა არ და­კარ­გა. მიზ­ნად ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლა და­ი­სა­ხა. 2 თვე­ში ის­წავ­ლა ქარ­თულ-ინ­გლი­სუ­რი ლექ­სი­კო­ნი­დან იმ­დე­ნი, რომ ქარ­თუ­ლად ამე­ტყველ­და, შეძ­ლო კი­თხვა და აზ­რის გა­მო­ტა­ნა. ამის შემ­დეგ და­ი­წყო ქარ­თვე­ლი მაკ­ლე­რის ძი­ე­ბა, რო­მე­ლიც სა­ცხოვ­რე­ბელ ფარ­თობს მო­უ­ძებ­ნი­და. მაკ­ლერ­მა სახ­ლი წნო­რის სა­ქო­ბო­ში მო­უ­ძებ­ნა, თუმ­ცა ის თან­ხა, რა­საც ითხოვ­და, არ აღ­მო­აჩ­ნდათ. რავ­ნი­ტი მიხ­ვდა, რომ შუ­ა­მა­ვა­ლი მათ მო­ტყუ­ე­ბას აპი­რებ­და; თქვა, ღმერ­თი არ გამ­წი­რავს ამ ქრის­ტი­ა­ნი ხალ­ხის ქვე­ყა­ნა­შიო და თვი­თონ წა­ვი­და სახ­ლის მე­პატ­რო­ნის სა­ნა­ხა­ვად. სახ­ლი და მიწა იმ დღეს­ვე გა­ი­ფორ­მეს და ასე და­სახ­ლდნენ კან­გე­ბი სო­ფელ სა­ქო­ბო­ში. სახ­ლი ისეთ და­ბალ თან­ხად იყი­დეს, ფუ­ლიც კი დარ­ჩათ, რი­თაც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის­გან მიწა და პა­ტა­რა ტრაქ­ტო­რიც შე­ი­ძი­ნეს. ქარ­თვე­ლე­ბი ხში­რად დას­ცი­ნოდ­ნენ და შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ­დნენ მის ეროვ­ნე­ბას, შემ­დეგ საქ­მი­ა­ნო­ბას უკ­რი­ტი­კებ­დნენ. ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ის აქ ვე­რა­ფერს მო­იყ­ვან­და თა­ვი­სი პა­ტა­რა ტრაქ­ტო­რით და ჯობ­და, თა­ვის “ურ­ჯუ­ლო” ქვე­ყა­ნა­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო. ბევ­რმა ატ­კი­ნა გული, ბევ­რმა შეძ­ლო მისი მო­ტყუ­ე­ბა, მისი ნაშ­რო­მი ფუ­ლის შეჭ­მა, მაგ­რამ იმე­დი არას­დროს და­უ­კარ­გავს. დრო გა­დი­ო­და, რავ­ნი­ტი და მისი ოჯა­ხი კი უფრო მყა­რად დგე­ბო­და ფეხ­ზე. რავ­ნიტს არ უყ­ვარს წარ­სუ­ლის გახ­სე­ნე­ბა, თუმ­ცა ვფიქ­რობ, ნამ­დვი­ლად სა­ა­მა­ყოა ის, რისი გა­კე­თე­ბაც 23 წლის ბიჭ­მა მის­თვის სრუ­ლი­ად უცხო ქვე­ყა­ნა­ში, ყვე­ლას­გან და­უხ­მა­რებ­ლად შეძ­ლო. რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ ჩა­ა­ბა­რა თბი­ლი­სის სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში იმ მიზ­ნით, რომ გამ­ხდა­რი­ყო დი­ზა­ი­ნე­რი, და­ამ­თავ­რა 2 კურ­სი, თუმ­ცა შემ­დეგ ვე­ღარ შეძ­ლო სწავ­ლის ორ­მა­გი სა­ფა­სუ­რის გა­დახ­და და ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მის გამო, სას­წავ­ლე­ბე­ლი და­ტო­ვა. სო­ფელ­ში დაბ­რუნ­და მშობ­ლებ­თან და მი­წის და­მუ­შა­ვე­ბას მიჰ­ყო ხელი. – თქვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი რო­გორ და­ი­წყო? – ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი რო­მან­ტი­კუ­ლი ჟან­რის ფილ­მის სცე­ნარს ჰგავს. სხვა­თა შო­რის, თქვე­ნი ჟურ­ნა­ლი ამ ის­ტო­რი­ის მთა­ვა­რი მო­ტი­ვა­ტო­რია: რომ არა თქვენ, ის ჩემ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას ვერ გა­ი­გებ­და. ერთი წლის წინ ჩემ­ზე სტა­ტია და­წე­რეთ. სწო­რედ ამ სტა­ტი­ის წა­კი­თხვის შემ­დეგ და­ინ­ტე­რეს­და ჩე­მით. რო­გორც რავ­ნი­ტი ამ­ბობს, ყვე­ლა­ზე დიდი სიმ­პა­თია ჩემ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ და ცხოვ­რე­ბის სტილ­მა გა­მო­იწ­ვია. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მას სა­ქარ­თვე­ლო­ში მხო­ლოდ ისე­თი გო­გო­ნე­ბი შეხ­ვედ­რია, ვინც სო­ფელ­ში მი­წა­ზე მუ­შა­ო­ბას თა­კი­ლო­ბენ და ქა­ლაქ­ში ცხოვ­რე­ბის გამო არა­ფერს დათ­მო­ბენ. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მო­ძებ­ნა ჩემი გვერ­დი და და­კავ­ში­რე­ბა სცა­და, თუმ­ცა მისი პირ­ვე­ლი ცდა უშე­დე­გოდ დას­რულ­და. თქვე­ნი სტა­ტი­ის და­ბეჭ­ვდის შემ­დეგ ძა­ლი­ან ბევ­რი უცხო ადა­მი­ა­ნი მწერ­და, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­მა­კა­ცე­ბი. უკვე იმ­დე­ნად ვი­ყა­ვი გა­დაღ­ლი­ლი, წა­კი­თხვის გა­რე­შე ყვე­ლას ერ­თი­ა­ნად ვშლი­დი, მის მო­წე­რილ შე­ტყო­ბი­ნე­ბა­საც ეს ბედი ეწია. რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ ტაქ­ტი­კა შეც­ვა­ლა – მცე­ნა­რე­ებ­ზე მკი­თხა, რა­ზეც პა­სუ­ხიც მი­ი­ღო. პირ­ვე­ლად და­უ­კი­თხა­ვად მეს­ტუმ­რა ბაღ­ში. უბ­რა­ლოდ მო­ად­გა ჩემს ეზოს, ინ­დუ­რი ბოსტნე­უ­ლის თეს­ლით ხელ­ში. ჩვე­ნი შეხ­ვედ­რა ისე­თი სა­სა­ცი­ლო და სპონ­ტა­ნუ­რი იყო, ცხოვ­რე­ბის ბო­ლომ­დე გამ­ყვე­ბა იმ დღის ემო­ცი­ე­ბი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პირ­ვე­ლად ვნა­ხეთ ერ­თმა­ნე­თი, ორი­ვეს ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დაგ­ვრჩა, თით­ქოს კარ­გა ხა­ნია, ერ­თმა­ნეთს ვიც­ნობ­დით… ამ დღის შემ­დეგ ხში­რად მო­დი­ო­და, ხან რისი ნერ­გი მოჰ­ქონ­და, ხან რისი თეს­ლი. მო­სას­ვლე­ლად სე­რი­ო­ზუ­ლი მი­ზე­ზი არ ელე­ო­და, “სხვა” მიზ­ნით კი მიხ­ვდა, რომ არ ვნა­ხავ­დი. სა­შინ­ლად დიდი ტრავ­მა იყო ჩემ­თვის პირ­ვე­ლი ოჯა­ხის დან­გრე­ვა და არ ვგეგ­მავ­დი ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის და­წყე­ბას. შემ­დეგ ერ­თად და­ვი­წყეთ მუ­შა­ო­ბა, რად­გან მე მძღო­ლი მჭირ­დე­ბო­და, მას კი – ვი­თომ სამ­სა­ხუ­რი. სი­ნამ­დვი­ლე­ში მისი მი­ზა­ნი ჩემ­თან და­ახ­ლო­ე­ბა ყო­ფი­ლა. ხში­რი სა­უბ­რით და ვი­თომ საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბით შე­მაყ­ვა­რა თავი.скачать dle 12.1




კომენტარები:
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen
სტატიები, სიახლეები, ახალი ამბები
ყველა უფლება დაცულია © 2019