» 5 ახალი აკრძალვა, რომელიც ხვალიდან შედის ძალაში – მთავრობის ახალი გადაწყვეტილება

5 ახალი აკრძალვა, რომელიც ხვალიდან შედის ძალაში – მთავრობის ახალი გადაწყვეტილება

15 September 2020, Tuesday
5 384
0
5 ახალი აკრძალვა, რომელიც ხვალიდან შედის ძალაში – მთავრობის ახალი გადაწყვეტილება

კორონავირუსის უკონტროლო გავრცელების საფრთხის გამო, მთვარობის და თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ხვალიდან შემდეგი სახის შეზღუდვები დაწესდება:

1.შეიზღუდება 200-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით კულტურული და სპორტული ღონისძიებები. იგულისხმება ასეთი ღონისძიებების ჩატარება ღია ცის ქვეშ იმიტომ, რომ დახურულ სივრცეში აქამდე ეს შეზღუდვები არსებობდა. ანუ, ხვალიდან 200 ადამიანზე მეტის მონაწილეობით კულტურული და სპორტული ღონისძიებები აიკრძალება. რეგულაციების შეუსრულებლობაზე გათვალისწინებულია შესაბამისი სანქციები თუმცა, ეს შეზღუდვა არ გავრცელდება საარჩევნო აგიტაციასა და არჩევნებთან დაკავშირებულ ღონისძიებებსზე. მთავრობა მოუწოდებს საარჩევნო სუბიექტებს მაქსიმალურად დაიცვან წესები როგორც 2 მეტრიანი დისტანცა, ასევე პირბადის გამოყენება იქ, სადაც ამის მოთხოვნაა 2. მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ დაანონსდა თეატრებთან და კინოთეატრებთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილება, კერძოდ აღნიშნული ობიექტები უნდა გახსნილიყო ნაწილი 15 სექტემბრიდან და ნაწილი 1 ოქტომბრიდან, თუმცა ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მათი გახსნა გადაიდო 1 თვით. შესაბამისად, თეატრები და კინოთეატრები, ისევე როგორც ბავშვთა გასართობი ცენტრები, გაიხსნება პირველი ნოემბრიდან“ 3. კორონავირუსის უკონტროლო გავრცელების საფრთხის გამო, სკოლებში საზეიმო ღონისძიებები უქმდება. 4. სოციალური ღონისძიებები, როგორც არის იუბილეები, ქორწილები და ქელეხები და სხვა სარიტუალო ღონისძიებები, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან მომდინარე, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ხვალიდან აიკრძალება. მოგეხსენებათ, ეს შეზღუდვა დახურულ სივრცეში ისედაც მოქმედებდა, თუმცა ხვალიდან ე.წ. სოციალური ღონისძიებების აკრძალვა გავრცელდება ღია სივრცეებზეც. 5. ასევე, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, გაუქმდება თბილისობის დღესასწაული, ამის შესახებ განცხადება კახა კალაძემ გააკეთა: თბილისობის ღონისძიებები იქნება გაუქმებული, ჩვენ კულტურის სამასახურთან ექნება მუშაობა, რათა დაიგეგმოს მხოლოდ კონცერტები, რომლებიც ლაივ რეჟიმში გადაიცემა და ადამიანებს ექნებათ საშუალება ტელევიზიით იხილოს ის კონცერტები, რომლებსაც დავგეგმავთ”скачать dle 12.1





კომენტარები:
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen
სტატიები, სიახლეები, ახალი ამბები
ყველა უფლება დაცულია © 2019