» "შენ გვერდით ვერ ვიქნები ამ უმნიშვნელოვანეს დღეს...“ - გვანცა დარასელია მეუღლეს მიმართავს

"შენ გვერდით ვერ ვიქნები ამ უმნიშვნელოვანეს დღეს...“ - გვანცა დარასელია მეუღლეს მიმართავს

15 September 2020, Tuesday
1 624
0
"შენ გვერდით ვერ ვიქნები ამ უმნიშვნელოვანეს დღეს...“ - გვანცა დარასელია მეუღლეს მიმართავს

გვანცა დარასელია სოციალურ ქსელში მეუღლის, ვახო მჭედლიძის მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს.
როგორც ცნობილია, ტელეწამყვანის მეუღლე კენჭს არჩვენებში „თავისუფალი დემოკრატების“ სახელით იყრის. გვანცა დღევანდელ დღეს, პარტიის ყრილობაზე მეორე ნახევარს გვერდს ვერ დაუმშვენებს, რადგან ის „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის, თეონა ცხომელიძის დადასტურებული კორონავირუსის გამო თვითიზოლაციაშია.

„დღეს უმნიშვნელოვანესი დღე გაქვს და სამწუხაროდ, ვერ ვიქნები შენ გვერდით ფიზიკურად, ისევ ოჯახის უსაფრთხოების მიზნით. ინფიცირებულთან ჩემი პირდაპირი კონტაქტის შემდეგ არ გასულა სრული საინკუბაციო პერიოდი და ვარ თვითიზოლაციაში. არ მაქვს უფლება, რომ საჯაროდ დაგიჭირო მხარი და საჯაროდ ვიამაყო შენით დღეს, მაგრამ ვიცი, რომ მყავს ყველაზე მოსიყვარულე, კეთილშობილი, მზრუნველი, სამშობლოს მოყვარული, ყოველთვის ყველას დახმარებაზე მოფიქრალი მეუღლე, რომელსაც ყველაფერი გამოუვა! პოლიტიკოსის ცოლის პოსტი“ - წერს გვანცა დარასელია.скачать dle 12.1





კომენტარები:
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen
სტატიები, სიახლეები, ახალი ამბები
ყველა უფლება დაცულია © 2019