» "თითქოს თოკი მაქვს მოჭერილი..."- ვიკა ბუკია ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

"თითქოს თოკი მაქვს მოჭერილი..."- ვიკა ბუკია ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

10 September 2020, Thursday
496
0
"თითქოს თოკი მაქვს მოჭერილი..."- ვიკა ბუკია ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

ჟურნალისტი ვიკა ბუკია, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:"ჩემი მთავარი სიმპტომი უსიმპტომობა იყო. როცა დამირეკეს და მითხრეს დადებითი ხარო, პირველი რეაქცია ასეთი იყო: “მაშაყირებთ?” მიპასუხეს გაოცებულებმა: არა, გოგონა, როგორ გეკადრებათ, უნდა გადაგიყვანოთ თქვენ და თქვენი ქმარიო.ჩემი ისტორია ასეთია: ლევანთან მქონდა კომუნიკაცია. ლევანის ისტორია კი ასეთია: სიცხემ როგორც კი მისცა (სამსახურში ვიყავი და დამირეკა), ტესტი ეგრევე გაიკეთა და ჩაჯდა იზოლაციაში, პასუხის მოლოდინში. კიდევ კარგი იმ დღეს მეც ბოლოჯერ ვიყავი სამსახურში და მეორე დღეს უკვე ტესტი მეც დამიდასტურდა. პასუხი იყო: “სუსტად დადებითი”, რაც ნიშნავს იმას, რომ ვირუსი ახალდაწყებულო იყო. საერთოდ ვერაფერს ვერ ვგრძნობდი. არც სიცხე. არც ხველა. თავის წამოტკიებაც კი არა. ამიტომაა ეს ვირუსი ასეთი მზაკვარი.
დადებითი როგორც კი ამოგვივარდა წავედით ბოჭორიშვილში. ლევანისთვის მეორე დღე იყო. ჩემთვის პირველი. ლევანს ქონდა მაღალი სიცხე (ეს იყო მისი პირველი სიმპტომი), ხველა (არა მშრალი, რის გამოც სასწრაფომ უთხრა არ გვგონია კორონა იყოსო; და ყელის ტკივილი) ითქვა, რომ კორონა არაა) უკვე საღამოს ვიგრძენი ღიტინი ყელში. გოგიჩას ქონდა: მაღალი სიცხე, ხველება, ყელის ტკივილი, სურდო.
მეორე დღეს: ლევანი უკეთესადაა. მე დამემატა კისერში უსიამოვნო განცდა. თითქოს თოკი მაქვს მოჭერილი, რის გამოც ვახველებ"- წერს ჟურნალიტი.
ცნობისთვის, ჟურნალისტსა და მის პოლიტიკოს მეუღლეს, ლევან გოგიჩაიშვილს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდათ.скачать dle 12.1





კომენტარები:
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen
სტატიები, სიახლეები, ახალი ამბები
ყველა უფლება დაცულია © 2019