» "ის იყო თავის თავში ჩაკეტილი ადამიანი და დაბალი თვითშეფასება ჰქონდა…ამერიკაში უნდოდა კონფერენციაზე წასვლა და არ გაუშვეს“ – რა წერია ბაჩალიაშვილის ფსიქოლოგის ჩვენებაში

"ის იყო თავის თავში ჩაკეტილი ადამიანი და დაბალი თვითშეფასება ჰქონდა…ამერიკაში უნდოდა კონფერენციაზე წასვლა და არ გაუშვეს“ – რა წერია ბაჩალიაშვილის ფსიქოლოგის ჩვენებაში

09 September 2020, Wednesday
1 062
0
"ის იყო თავის თავში ჩაკეტილი ადამიანი და დაბალი თვითშეფასება ჰქონდა…ამერიკაში უნდოდა კონფერენციაზე წასვლა და არ გაუშვეს“ – რა წერია ბაჩალიაშვილის ფსიქოლოგის ჩვენებაში

ახალგაზრდა პროგრამისტის ბურუსით მოცული სიკვდილი - გარდაცვლილი პროგრამისტის საქმეში თამარ ბაჩალიაშვილის ფსიქოლოგის ორი ჩვენება დევს. ფსიქოლოგი იხსენებს, რომ ბაჩალიაშვილი მას სულ 7-ჯერ შეხვდა, აქედან 5-ჯერ პანდემიის დაწყებამდე და 2-ჯერ ივნისში. ის იხსენებს, რომ თამარი იყო ძალიან ჩაკეტილი ადამიანი, უჭირდა სხვებთან ურთიერთობა და ახლო მეგობრებიც არ ჰყავდა.
„შეხვედრაზე შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ის იყო თავის თავში ჩაკეტილი. ჰქონდა დაბალი თვითშეფასება და ვცდილობდი მასთან ამ მიმართულებით მემუშავა. მას გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, რადგან ისეთ საკითხებს აღიქვამდა მწვავედ, რაც არ უნდა აღექვა. ნიკაზე ხშირად საუბრობდა და წუხდა, რომ გეჯაძეს მასთან დისტანციური ურთიერთობა ჰქონდა. ღელავდა, რომ ნიკა მხოლოდ სხვა თანამშრომლებს ეპატიჟებოდა ყავაზე. უნდოდა ამერიკაში კონფერენციაზე წასვლას და არ გაუშვეს“, – წერია ფსიქოლოგის ჩვენებაში.скачать dle 12.1



კომენტარები:
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen
სტატიები, სიახლეები, ახალი ამბები
ყველა უფლება დაცულია © 2019