» "წვეულებაზე 1000-მდე ადამიანი იმყოფებოდა“ – გაჩნდება თუ არა ქვეყანაში "კუს ტბის კლასტერი“

"წვეულებაზე 1000-მდე ადამიანი იმყოფებოდა“ – გაჩნდება თუ არა ქვეყანაში "კუს ტბის კლასტერი“

08 September 2020, Tuesday
835
0
"წვეულებაზე 1000-მდე ადამიანი იმყოფებოდა“ – გაჩნდება თუ არა ქვეყანაში "კუს ტბის კლასტერი“

გაჩნდება თუ არა კუს ტბის კლასტერი - სავარაუდოდ, კორონავირუსი დაუდასტურდა პირს, რომელიც კუს ტბაზე მრავალრიცხოვან ღონისძიებაზე პარასკევს საღამოს, 3 აგვისტოს იმყოფებოდა, ამის შესახებ „პრაიმტაიმი“ წერს. წვეულებაზე 1000-მდე ადამიანი იმყოფებოდა. მათგან, ერთ-ერთ სტუმარს კი დღეს, სავარაუდოდ, კორონავირუსი დაუდასტურდა.
„პირი იდენტიფიცირებულია, ვთანამშრომლობთ ყველა უწყებასთან. საბოლოო ოფიციალური პასუხი პირის ინფიცირების შესახებ ამ დროისთვის არ გვაქვს“, – განაცხადეს „ცისკარში“.

ცნობისთვის, 7 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1684-ს შეადგენს, მათგან გამოჯანმრთელებულია 1315, ხოლო 19 გარდაიცვალა. საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.скачать dle 12.1



კომენტარები:
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen
სტატიები, სიახლეები, ახალი ამბები
ყველა უფლება დაცულია © 2019