» ”გოგოს მთელი კორპუსი დასტირის, მედია წაიყვანა უფალმა და ხატია მაინც დამიტოვოსო, ამბობს დედა…” – ჟურნალისტის პოსტი შატილის ავარიაში მოყოლილ დებზე..

”გოგოს მთელი კორპუსი დასტირის, მედია წაიყვანა უფალმა და ხატია მაინც დამიტოვოსო, ამბობს დედა…” – ჟურნალისტის პოსტი შატილის ავარიაში მოყოლილ დებზე..

24 August 2020, Monday
5 395
0


”გოგოს მთელი კორპუსი დასტირის, მედია წაიყვანა უფალმა და ხატია მაინც დამიტოვოსო, ამბობს დედა…” – ჟურნალისტის პოსტი შატილის ავარიაში მოყოლილ დებზე..



შატილში ავტოკატასტროფაში მოყოლილ დებზე ჟურნალისტი და ბლოგერი მარი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

საშინელება ხდება ჩემს სადარბაზოში…
გუშინ, შატლში მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულ 25 წლის მედეას დასტირის მთელი კორპუსი…
მისი და, 23 წლის ხატია ერთ-ერთია გადარჩენილთაგან და კომაშია… მძიმედაა…
ბავშვები ჩემ თვალწინ დაიბადნენ და გაიზარდნენ…
მათი დედის თხოვნაა, ილოცოთ ხატიასთვის, რომ გადარჩეს…
ილოცეთ, რადგან მედეა წაიყვანა უფალმა და ხატია მაინც დამიტოვოსო…
რამხელა ტვირთი აქვს ამ ქალს… რა ცოდვის დღე ტრიალებს მათ ოჯახში 
მამის ტირილი პირველად ვნახე და დავიშალე, როცა გარდაცვლილ შვილს დაეკონა და დაჰქვითინებდა…
თუ ვინმეს ძალგიძთ, ილოცეთ ხატიას გამოჯანმრთელებისთვის და ახლად შესვენებული მედეასთვის 
გული მაქვს გაგლეჯილი 
ღმერთო, შვილები ყველას კარგად უმყოფე… ყველას!скачать dle 12.1




კომენტარები:
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen
სტატიები, სიახლეები, ახალი ამბები
ყველა უფლება დაცულია © 2019