» ,,ქართველებო, გადამირჩინეთ შვილი, გამწარებული დედა ვარ”

,,ქართველებო, გადამირჩინეთ შვილი, გამწარებული დედა ვარ”

09 August 2020, Sunday
1 569
0


,,ქართველებო, გადამირჩინეთ შვილი, გამწარებული დედა ვარ”



სოციალური ქსელით სულისშემძვრელი ვიდეო  ვრცელდება, თუ როგორ უვლის მოხუცი მამა შვილს, რომელსაც დახმარება სჭირდება. ,,სარკე” ამ ახალგაზრდის დედას, ნინო კობახიძეს დაუკავშირდა: ყველა ქართველს გთხოვთ, გადამირჩინეთ შვილი. გამწარებული დედა ვარ. ვისაც საშუალება გაქვთ, დამეხმარეთ, ქართველებო.
მთელი ცხოვრება გაჭირვებული ვიყავი. სამი შვილი სიმწრით გავზარდე. 4 ოპერაცია გავიკეთე ფეხზე. მეუღლე პენსიონერი მყავს… გაჭირვების გამო შვილი 10 მარტს პოლონეთში გავუშვი.  5 დღის დაწყებული ჰქონდა მუშაობა, კარანტინი რომ დაიწყო. ახალჩასულმა ბავშვმა ინერვიულა და იქ  ფსიქიატრიულში დააწვინეს. უპატრონოდ იყო, ძლივს ჩამოვიყვანე პოლონეთიდან.
დღემდე ცუდად მყავს. ფსიქიატრიულის წამლებმა უარეს დღეში ჩააგდო, საშინელი შიშები და ნევროზი აქვს. ექიმები მეუბნებიან, რომ დამატებითი გამოკვლევები სჭირდება, მაგრამ ამის საშუალება არ მაქვს. მისი მდგომარეობა დღითიდღე უარესდება", – უთხრა ,,სარკეს” ნინო კობახიძემ.скачать dle 12.1




კომენტარები:
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen
სტატიები, სიახლეები, ახალი ამბები
ყველა უფლება დაცულია © 2019