» “გააფრთხილეთ ბათუმში მცხოვრები, ან ჩასული ადამიანი – წყლის გამო 17 ბავშვია უმძიმეს მდგომარეობაში, სიცოცხლისთვის იბრძვიან”

“გააფრთხილეთ ბათუმში მცხოვრები, ან ჩასული ადამიანი – წყლის გამო 17 ბავშვია უმძიმეს მდგომარეობაში, სიცოცხლისთვის იბრძვიან”

06 August 2020, Thursday
38 711
0


“გააფრთხილეთ ბათუმში მცხოვრები, ან ჩასული ადამიანი – წყლის გამო 17 ბავშვია უმძიმეს მდგომარეობაში, სიცოცხლისთვის იბრძვიან”



სოციალური ქსელის მომხმარებელი, პაატა შარაშენიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“ბათუმში ნაწლავური ჩხირი “Escherichia coli”
მეგობრებო, ამას ვწერ რადგან გუშინ დავბრუნდი იაშვილის კლინიკიდან სადაც 17 მცირეწლოვანი ბავშვი წევს საიდანაც 4 უმძიმეს მდგომარეობაშია – გაჩერებული აქვთ ორივე თირკმელი, უკეთებენ დიალეზს ყოველდღიურად, მაღალი სიცხეები რომელსაც ვერ არეგულირებენ ანტიბიოტიკებით, სხვა სირთულეებთან ერთად.
ყველა ბავშვი ან ბათუმის მკვიდრია ან მშობლებთან ერთად დასასვენებლად იყო ბათუმში.
ყველას ორგანიზმშია ნაწლავური ჩხირი “Escherichia coli” როგორც ლუგარის ლაბორატორიიდან მოვიდა პასუხი ეს ჩხირი ბავშვების ორგანიზმში წყლის საშუალებით შევიდა, ზღვა თუ დასალევი წყალი ეს არ ვიცით.
ბავშვები 3 წლიდან 11 წლამდეა და მართალია იაშვილის კლინიკაში ყველაფერს აკეთებენ ამ ბავშვებისათვის და მათი ორგანიზმიდან ბაქტერიის გამოსადევნად მაგრამ ჯერჯერობით ამაოდ.
ეს ბავშვები ექიმებთან ერთად ყოველ წუთს ებრძვიან ამ საჩინელ ჩხირს რომ იცოცხლონ. 17 ბავშვიდან 1 ჩემი დეიდაშვილის შვილია 3 წლის ალეკუნა, მე არ გთხოვთ დახმარებას ფინანსურად, მხოლოდ იმას გთხოვთ რომ გააზიაროთ პოსტი, რომ სხვა ბავშვები რომლებიც ბათუმში ცხოვრობენ ან დასასვენებლად იმყოფებიან ან ჩავლენ მოარიდონ დასალევ წყალს ყველა გზით რომ ისინი მაინც ავაცილოთ ამ საშინელ ვირუსს თუ ჩხირს, აღარ ვიცი რა დავარქვა.
-საწყისი სიმპტომებია-მუცლის ღრუში ტკივილი, დიარია და სიცხე.
ამ სიმპტომების დროს ნუ ენდობით ექიმს რომელიც გეტყვით, რომ უბრალო გადასხმით განკურნავს ბავშვს, გთხოვთ მაშინვე მიმართეთ იაშვილის კლინიკას რადგან ყველა გასული დღე ამძიმებს ბავშვის მდგომარეობას და ხელს უწყობს ვირუსული ჩხირის განვითარებას.
მართალია იაშვილის კლინიკამ უკვე 3 დღეა მიაწოდა ბათუმის ჯანდაცვას ინფორმაცია მაგრამ სამწუხაროდ მათგან ჯერჯერობით რეაგირებას ვერ ვხედავთ მოქალაქეების ინფორმირების კუთხით, სწორედ ამიტომ გთხოვთ თქვენ დახმარებას მეგობრებო.
ყველას მშვიდობას და ჯამრთელობას გისურვებთ და გთხოვთ გააზიაროთ ეს ინფორმაცია.”скачать dle 12.1




კომენტარები:
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen
სტატიები, სიახლეები, ახალი ამბები
ყველა უფლება დაცულია © 2019