» მეზობლებმა შეამჩნიეს, რომ კარადაში უცხო პირი იქექებოდა - თამარ ბაჩალიაშვილის დედა

მეზობლებმა შეამჩნიეს, რომ კარადაში უცხო პირი იქექებოდა - თამარ ბაჩალიაშვილის დედა

05 August 2020, Wednesday
3 817
0


მეზობლებმა შეამჩნიეს, რომ კარადაში უცხო პირი იქექებოდა - თამარ ბაჩალიაშვილის დედა



ახალგაზრდა პროგრამისტის ბურუსით მოცული საქმე - თამარ ბაჩალიაშვილის დედა აცხადებს, რომ გოგონას გარდაცვალების შემდეგ, მის სახლში უცხო პირი იმყოფებოდა, რომელიც მისი თქმით, კარადაში რაღაცას ეძებდა.
ამ საკითხზე თამაზაშვილმა "ფორმულას" გადაცემა "პოლიტმეტრში" ისაუბრა.
მისივე თქმით, აღნიშნული პირი ოჯახის ნათესავებმა შეამჩნიეს და ის ვერ იცნეს.
"მე ძალიან ცუდად ვიყავი, გამთიშეს ფაქტიურად მედიკამენტებით, იმიტომ, რომ გული მიმდიოდა. აქ ვინც იყვნენ მეზობლებმა შეამჩნიეს, რომ შემოსასვლელ კარადაში, სადაც სარკეებია და გადაფარებული იყო ზეწარი იქექებოდა იმ კარადაში.
გაუკვირდათ, "რას აკეთებ აქ, ვინ ხარო" და უთხრა, რომ მეზობელი ვარო. ჩემმა ნათესავებმა უთხრეს, რომ ყველა მეზობელს ვიცნობთ და შენ არ გიცნობთო. მე აქ ვალაგებ რაღაცასო. არ ვიცი რას ეძებდა იქ. შეამჩნიეს იმ კარადასთან, მანამდე შეიძლება სხვა ადგილასაც ჰქონდა მოქმედებები",-განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.
თეონა თამაზაშვილმა გადაცემაში ასევე თქვა, რომ უცხო პიროვნება მას შემდეგ არავის უნახავს. მისი თქმით, პირი შესაძლოა ჟურნალისტების კამერებში იყოს დაფიქსირებული.
"გარეთ ჟურნალისტების კამერა მუდმივად იყო ჩართული და შეიძლებოდა, რომ იქ შემსვლელ-გამსვლელი ყველა დაემახსოვრებინა კამერას. ამიტომ თუ არის კადრები, კადრებში იმ პიროვნების ამოცნობა შეიძლება",-ამბობს თამაზაშვილი.скачать dle 12.1




კომენტარები:
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen
სტატიები, სიახლეები, ახალი ამბები
ყველა უფლება დაცულია © 2019