» "სირცხვილია... რეებს ბოდავთ"- შაქარაშვილის და პოსტს აქვეყნებს

"სირცხვილია... რეებს ბოდავთ"- შაქარაშვილის და პოსტს აქვეყნებს

04 August 2020, Tuesday
5 013
0


"სირცხვილია... რეებს ბოდავთ"- შაქარაშვილის და პოსტს აქვეყნებს



"სირცხვილია ამდენი დეზინფორმაციების გავრცელება და გარდაცვლილი ბავშვით მანიპულირება საკუთარი რეიტინგის ასამაღლებლად, რეებს ბოდავთ ?"- ამის შესახებ გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის და, სოციალურ ქსელში წერს.
შს მინისტრმა აღნიშნულ საქმეზე დღეს პირველი კომენტარი გააკეთა.
შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.
4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა. მათ ბრალი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობისთვის ედებათ.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 4-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
გუშინ, 28 ივნისს, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ ყველა ბრალდებულს პატიმრობა მიესაჯა.скачать dle 12.1




კომენტარები:
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen
სტატიები, სიახლეები, ახალი ამბები
ყველა უფლება დაცულია © 2019