» შაქარაშვილი ცემის დროს იწვა, ვიღაც იჭერდა და პირზე ხელს აფარებდა, ეგონათ რომ შემოაკვდათ - ექსპერტი

შაქარაშვილი ცემის დროს იწვა, ვიღაც იჭერდა და პირზე ხელს აფარებდა, ეგონათ რომ შემოაკვდათ - ექსპერტი

02 August 2020, Sunday
3 434
0
შაქარაშვილი ცემის დროს იწვა, ვიღაც იჭერდა და პირზე ხელს აფარებდა, ეგონათ რომ შემოაკვდათ - ექსპერტი

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სასამართლო მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბესიკ კილასონია „ტვ პირველის“ ეთერში აცხადებს, რომ სავარაუდოდ, შაქარაშვილი ცემის დროს იწვა, მას, შესაძლოა, ვიღაც იჭერდა და პირზე ხელს აფარებდა. მისი თქმით, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გიორგი შაქარაშვილის ცემაში მინიმუმ ორი ადამიანი იღებდა მონაწილეობას."აღწერილია ტარდიას ლაქები ფილტვებში მრავლობითი, რომელიც ხშირად მექანიკური ასფიქსიის დროს ვითარდება. ცემის დროს ისეთი ძლიერი დარტყმები მუშტით ვერ ექნებოდა. სავარაუდოდ მას წიხლებს ურტყამდნენ და მეორე ადამიანი კი პირზე ხელს აფარებდა, რა დროსაც ის სავარაუდოდ გაითიშა, წყალში გადაგდების შემდეგ კი მოხდა ასფიქსია. ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ვარაუდია”, - აღნიშნა ბესიკ კილასონიამ.
ბესიკ კილასონიას თქმით, სუნთქვის შეკავება ადამიანს, საშუალოდ, 2-3 წუთი შეუძლია. შესაბამისად, თუ შაქარაშვილს პირზე ხელს აფარებდნენ, მას შეიძლებიდა, სუნთქვა შეჩერებოდა, თავდამსხმელებს კი ჰგონებიდათ, რომ შემოაკვდათ,
„თუკი სუნთქვა გაჩერდა იფიქრეს, რომ შემოგვაკვდაო და გადააგდეს წყალში, მაგრამ ცოცხალი. და იქ დაიწყო ბოლო ფაზა ასფიქსიის“, – განაცხადა ბესიკ კილასონიამ.скачать dle 12.1




კომენტარები:
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen
სტატიები, სიახლეები, ახალი ამბები
ყველა უფლება დაცულია © 2019