» ახალი დეტალები ბაჩალიაშვილის საქმეში: "მამამისს სთხოვა ელექტრო შოკი მიშოვეო" - ბაჩალიაშვილის დედა

ახალი დეტალები ბაჩალიაშვილის საქმეში: "მამამისს სთხოვა ელექტრო შოკი მიშოვეო" - ბაჩალიაშვილის დედა

01 August 2020, Saturday
215
0
ახალი დეტალები ბაჩალიაშვილის საქმეში: "მამამისს სთხოვა ელექტრო შოკი მიშოვეო" - ბაჩალიაშვილის დედა

ახალი დეტალები თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში. ბაჩალიაშვილმა მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილის ელექტრო შოკის შოვნა გარდაცვალებამდე 5-6 თვით ადრე სთხოვა. ამის შესახებ გარდაცვლილის დედამ "ფორმულაზე" გადაცემა „პოლიტმეტრში“ განაცხადა.

ბაჩალიაშვილის დედის თქმით, თამარს ელექტროშოკი თავდაცვის მიზნით სურდა ქონოდა.

„მამამისს სთხოვა ელექტრო შოკი თუ შეგიძლია მიშოვოო, მამამისმა მოუტანა და რამდენადაც ვიცი ატარებდა. ელექტრო შოკი ახლა სახლში არ არის, ვფიქრობ მანქანაში ჰქონდა“- ამბობს თამარის დედა.
ბაჩალიაშვილის დედა თამარის დაკარგვამდე, ერთი დღით ადრე მისი შვილის მდგომარეობასაც იხსენებს. მისი თქმით, გოგონა დათრგუნული იყო და აშკარა იყო, რომ რაღაც აწუხებდა.
„დათრგუნული იყო, თავის ფიქრებში და პრობლემებში იყო. მახსოვს დაძინებაც გაუჭირდა, 2 ცალი ვალერიანი მივეცი, რომ დაეძინა“- ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის დედა.скачать dle 12.1




კომენტარები:
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen
სტატიები, სიახლეები, ახალი ამბები
ყველა უფლება დაცულია © 2019