» "გიოს გავხარო მეუბნებიან" - შაქარაშვილის დედა ვიდეოს აქვეყნებს - ვიდეო

"გიოს გავხარო მეუბნებიან" - შაქარაშვილის დედა ვიდეოს აქვეყნებს - ვიდეო

30 July 2020, Thursday
8 662
0
"გიოს გავხარო მეუბნებიან" - შაქარაშვილის დედა ვიდეოს აქვეყნებს - ვიდეო

გიორგი შაქარაშვილის დედა, თამუნა შალვაშვილი, გიორგის და მისი მეგობრის ვიდეოს აზიარებს, სადაც მას კომენტარებში უწერენ, რომ გოგონა მის ახალგაზრდობას ჰგავს - "ამ ლამაზ და საყვარელ გოგოს რატომღაც შენ გამსგავსებ. ასეთი იყავი სკოლაში." 
გიორგის დედა პასუხობს, რომ გოგონა უსაყვარლესია და ის გიორგის ჰგავს, მასავით ლამაზი და ნათელი თვალები აქვს. 
შაქარაშვილის მეგობარი, მარიამ გადიცკი კი წერს, რომ ეს მისთვის ყველაზე დიდი კომპლიმენტია.
„გიოს გავხარო რომ მეუბნებიან ხოლმე ამაზე დიდი კომპლიმენტი და ბედნიერება ჩემთვის არ არსებობს. 
სიტყვები არ მოიძებნება, რომ რამენაირად განუგეშო. ისევ და ისევ, მხოლოდ გიოს გამო უნდა გაუძლოთ და გავუძლოთ ამ ყველაფერს. უყურებს თავისს ულამაზეს დედას და ისიც დარდობს ალბათ ასეთს რომ გხედავს“- წერს მარიამ გადიცკი.
შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა.
4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა.
10 ივლისს, გენერალურმა პროკურატურამ გაასაჯაროვა ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.
დასკვნაში ასევე წერია, რომ სხეულის დაზიანებები მიყენებული აქვს სიცოცხლეში.
ამასთან, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლითაც გრძელდება.

რამდენი რამ მინდა გითხრა ჩემო ტკბილო ბიჭო... ⭐️❤️❤️❤️♾

Gepostet von Maria Gaditski am Donnerstag, 25. Juni 2020
скачать dle 12.1





კომენტარები:
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen
სტატიები, სიახლეები, ახალი ამბები
ყველა უფლება დაცულია © 2019